ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა- ლოცვა დასრულდა (ვიდეო)
14:40 / 15.07.2015
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაული აღინიშნება.
ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გადააბრძანეს ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.
"ვლაქერნობას" უამრავი მომლოცველი ესწრება.მსვლელობის დაწყებამდე დადიანების სასახლესთან არსებულ ვლაქერნას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მეუფე გერასიმემ ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
მომლოცველებს ღვთისმშობლის კვართთან და სიწმინდეებთან მიახლების შესაძლებლობა დღის ბოლომდე ექნებათ, სანამ ყველა მსურველი არ მოილოცავს. შემდეგ ღვთისმშობლის კვართს და სიწმინდეებს კვლავ მსვლელობით მუზეუმში გადააბრძანებენ.
მასალის გამოყენების პირობები