რუბრიკები
ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
დღეს გამთენიისას სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი მაღაზიათა ქსელ „სანდეის“ ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრა და და მაღაზიის თანამშრომლებს იარაღის მუქარით თანხა გამოსძალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ე.წ. საჯვაროს უბანში მდებარე მაღაზიის სალაროდან 5 000 ლარამდე თანხაა წაღებული. ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
Print