რუბრიკები
ზუგდიდში ახალი თხილის ფასი უკვე 6 ლარს აღწევს
ზუგდიდში ახალი თხილის ფასი 5,50-დან 6,50 ლარამდე მერყებს. თხილის ჩამბარებელი პუნქტების მეპატრონეების თქმით, მოსახლეობას თხილი ჩასაბარებლად, მცირე მოსავლის გამო,  2-3 კგ.  მოაქვთ. გასულ წლებში, ანალოგიურ პერიოდში, თხილის საბაზრო ფასი 2-3 ლარს არ აღემატებოდა. „დილით, 6,40 ვიბარებდით, ამ წუთას კი 5,50 ლარია, ასე მერყებს ფასი...ძლიერმა ქარმა ხალხს თხილის მოსავალი გაუნადგურა, ამიტომ 2-3 კგ. კი მოაქვთ ჩასაბარებლად. უჭირს ხალხს, თორემ ახლა ვინ ჩააბარებს“, - თქვა თხილის ჩამბარებელი პუნქტების მეპატრონემ გერონტი ბოკუჩავამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა თხლის მოსავალი მნიშვნელოვნად დააზარალა. თხილის აღების სეზონი სამეგრელოში აგვისტოდან იწყება.
Print