იუსტიციის სახლში დასაქმებულ ზუგდიდელ მოხალისეებს სერთიფიკატები გადასცეს (ვიდეო)
23:38 / 16.07.2015
საქართველოს იუსტიციის სახლის სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამის-„მოხალისეს" ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა.ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ზუგდიდის იუსტიციის სახლს ესტუმრა და 46 „მოხალისეს“ სერტიფიკატები ზუგდიდის იუსტიციის სახლის მენეჯერთან, ზვიად ფიფიასთან ერთად გადასცა.
ზუგდიდის იუსტიციის სახლის მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები უფასო პირადობის მოწმობების აქციის განხორციელებაში, რომელიც 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ზუგდიდის, ისე მის მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების მოსწავლეები.
დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა „მოხალისეს“ მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამა „მოხალისე“ საქართველოს 13-ვე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. ორთვიან აქციაში სულ 535 მოხალისე მონაწილეობდა. პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული დოკუმენტი 442 743-მა მოქალაქემ აიღო. აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები