რუბრიკები
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა განიხილეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამის მიღწევებზე და გამოწვევებზე დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. გამგებლის მოადგილე გურგენ სართანიას განცხადებით, ამ ეტაპზე შერჩეულია ყველაზე მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი 16 ოჯახი,რომლებსაც საცხოვრებელ სახლებს აუშენებენ.„გრძელდება თანხების მოძიების პროცესი და თითქმის გადაწყვეტილია დამატებით კიდევ 2 ან 3 ოჯახისთვის იგივე პროგრამის განხორციელება. დაგეგმილი მშენებლობებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 350 000 ლარია გამოყოფილი".-ამბობს იგი. გურგენ სართანიას თქმით, უმოკლეს დროში სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით ტენდერი გამოცხადდება, შემდეგ კი მშენებლობის პროცესი დაიწყება. პროგრამის განსახორციელებლად, ბენეფიციართა შერჩევის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესაბამისი კომისია შექმნა,რომლის შემადგენლობაში შედიან გამგეობის, საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის,საკრებულოს და და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესრებოდნენ.    
Print