ზუგდიდში ყოფილი პატიმრებისთვის ტრენინგი ჩატარდა (ვიდეო)
17:27 / 17.07.2015
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებისთვის სოციალური უნარების ტრენინგი ჩატარდა. პროექტი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. მისი მიზანი იყო პროგრამის მონაწილეებისთვის სოციალური უნარების ამაღლება და პრაქტიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა. ტრენინგი მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას. მათ შორის იყო ეფექტიანი კომუნიკაცია, ბრაზისა და აგრესიის მართვა, დასაქმებისთვის საჭირო უნარების ამაღლება, დროის მენეჯმენტი, სახელმწიფო სერვისების გაცნობა და სხვა. ტრენინგებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსი ნინო ბისეიშვილი უძღვებოდა.
სოციალური უნარების განვითარების ორდღიანი ტრენინგების ციკლი ყოველთვიურად იმართება, რომლებიც თბილისისა და ზუგდიდის გარდა უკვე ჩატარდა ქუთაისსა და გორში. როგორც ცნობილია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად,ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისაგან დაიცავს.
მასალის გამოყენების პირობები