რუბრიკები
ანაკლიის აკვაპარკის სეზონი სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა გახსნეს (ვიდეო)
ანაკლიის აკვაპარკი დღეს სოციალურად დაუცველ ბავშვებს: სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, გურიიდან და იმერეთიდან უფასოდ მოემსახურა. აკვაპარკის სეზონის გახსნის ინიციატივა ამ ფორმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ეკუთვნის. გუბერნატორის, ლევან შონიას თქმით მსგავსი აქციები მთელი ზაფხულის განმავლობაში პერმანენტულად ჩატარდება. გუბერნატორმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ზუგდიდი-განმუხურის მიმართულებით ივლის მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მსურველებს უფასოდ მოემსახურება.
Print