რუბრიკები
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს
30 ივლისს ანაკლიაში საერთაშორისო მულტიფორმატული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი  "Gem fest" იწყება. 9 დღიან მუსიკალურ ფესტივალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ელექტრონული მუსიკის 100-მდე ვარსკვლავი დაუკრავს. ანაკლიაში კაფე-ბარები, გასართობი საშუალებები და რამოდენიმე სცენა მონტაჟება. აქვე გაიშლება თანამედროვე საშხაპეებით უზრუნველყოფილი კარვების ქალაქიც. უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მთლიანად განათდა ანაკლია-განმუხურის ბულვარი და მშვიდობის ხიდი და მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ფოტორეპორტაჟი ანაკლიიდან
Print