რუბრიკები
ზუგდიდში ომის ვეტერანებს პენსიაზე დანამატი გაეზარდათ (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ნაცვლად 100 ლარისა, პენსიაზე დანამატის სახით 150 ლარი დაერიცხებათ.  მერიის ინიციატივას ქალქის საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით,  ქალაქის ტერიტორიაზე ამჟამად სულ 7 ვეტერანია რეგისტრირებული. „მერიის ინიციატივით, ომის ვეტერანებს თავის დროზე 50 ლარით გაეზარდათ პენსიაზე დანამატი. ახლა მერია ისევ შემოდის ინიციატივთ, რომ ეს დახმარება გახდეს 150 ლარი. ეს თანხა თვეში მთლიანობაში შეადგენს 1050 ლარს შეადგენს და წლის ბოლომდე დარჩენილი პერიოდისთვის სულ 5 ათას 250 ლარია საჭირო“, -თქვა სხდომაზე კახაბერ ფარცვანიამ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის 30 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.
Print