ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლის საკრებულოში მისვლას და განმარტებების გაკეთებას ითხოვს.
შესაბამისი წინადადებით დეპუტატმა ნიკოლოზ ზარქუამ საკრებულოს დღეს მიმართა. „რესპუბლიკელების“ ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ მოიწონა და აღნიშნა, რომ შეხვედრა სასარგებლო იქნება ,როგორც საკრებულოსთვის, ასევე - „ენერგო-პრო-ჯორჯიასათვის“.
„როგორც კი ოდნავ წამოჟინჟლავს - ქრება შუქი. გვსურს ენერგო-პრო-ჯორჯიასგან გავიგოთ, ეს მოძველებული ინფრასტრუქტურის ბრალია, თუ რამე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ასევე გვინდა გავიგოთ, რას აპირებს კომპანია ამასთან დაკავშირებით, როდის მოგვარდება ეს პრობლემა“, - თქვა საკრებულოს სდომაზე ნიკოლოზ ზარქუამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას თქმით, ელექტროენერგიის გათიშვებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებაა საჭიროა.
„ელექტროენერგიის გამორთვას არ უნდა ქონდეს სისტემური ხასიათი, თუმცა, თუ ეს მაინც ხდება - ისეთ დროს არ უნდა ხდებოდეს, როდესაც მას მოსახლეობა ინტენსიურად მოიხმარს“, – თქვა მერაბ ქვარაიამ.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიიწვევენ.
მასალის გამოყენების პირობები