რუბრიკები
ზუგდიდის არტ გალერეაში პოეზიის საღამო გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით არტ გალერეაში პოეზიის საღამო გაიმართა. ახალგაზრდა პოეტებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს.ღონისძიებას ქუთაისიდან მოწვეული პოეტებიც შეუერთდნენ. მათ თავიანთი შემოქმედების გარდა, სხვადასხვა პოეტების ლექსები წაიკითხეს და აუდიტორიას ხალხური მუსიკალური ნომრებიც წარუდგინეს. პოეზიის საღამო არასამთავრობო ორგანიზაცია"ადამიანი კანონი თავისუფლება" ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართულობა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.პოეზიის საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
Print