რუბრიკები
Ferrari-ის აქციები NYSE-ზე გაიყიდება
ძვირადღირებული სპორტული მანქანების იტალიელი მწარმოებელი Ferrari, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას გეგმავს. NYSE-ზე Ferrari-ის UBS Investment Bank-ი, BofA Merrill Lynch-ი და Santander-ი გაიყვანენ, განაცხადა თავად კომპანიამ. განთავსების მოცულობა მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამაზე მიღებული ჯერ არაა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Fiat Chrysler-ი Ferrari-ის ცალკე კომპანიად გაიტანს, რათა შემდეგ მისი აქციების 10%, აშშ-ს და ევროპის ბირჟებზე განათავსოს.
Print