რუბრიკები
სად დაპატიჟა ბარაკ ობამა შარლიზ ტერონმა?
ჰოლივუდის მსახიობმა შარლიზ ტერონმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სტრიპტიზ-კლუბში დაპატიჟა. 39 წლის მსახიობმა ჯიმი კიმელის თოქ-შოუში ობამასთან შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ძალიან ნერვიულობდა და ბარაკ ობამა უნებურად სტრიპტიზ-კლუბში დაპატიჟა. „იმდენად ვნერვიულობდი, რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი. ბარაკ ობამა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრობდა და მე საპასუხოდ რაღაც უნდა მეთქვა. მღელვარებისგან დავიბენი და პირველი რაც აზრად მომივიდა - პრეზიდენტის სტრიპტიზ-კლუბში დაპატიჟება იყო“, - აღიარა ინტერვიუში მსახიობმა. შარლიზმა აღნიშნა, რომ 53 წლის პრეზიდენტმა ამ უჩვეულო წინადადებაზე თავაზიანი უარი უთხრა.
Print