რუბრიკები
ზუგდიდში ნარკომომხმარებლებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგი ჩატარდა (ვიდეო)
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებული სოციალური მუშაკებისთვის ორდღიანი სწავლების კურსი ჩატარდა. სწავლების კურსი „ეფექტური სოცილაური მუშაობა და რისკის კონსულტირება“ ასოციაცია „ქსენონის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.სამუშაო შეხვედრა დამოკიდებულების ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯია“ მკვლევარმა ირმა კირთაძემ გამართა. მისი განცხადებით,პროექტი მიზნად ისახავს ისეთი მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები,შიდსის პრევენციას. მისი თქმით,შიდსის პრევენციის სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და გროვდება ბევრი ინფორმაცია ახალი მეთოდების შესახებ. სოციალური მუშაკის განმარტებით, ისინი უფასო კონსულტაციას და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ წარსულში ან ამჟამად ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებს. გარდა ფსიქოლოგიური დახმარებისა ბენეფიციარებს მათთვის აუცილებელ ნივთებსაც აწვდიან. სასწავლო კურსს ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის გლობალური ფონდის წარმომადგენელი ორგანიზაციების მუშაკები ესწრებოდნენ.
Print