რუბრიკები
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევი სოფელ ჭალეში სატვირთო ავტომანქანით ახდენდა სპეციალური მარკირების გარეშე, წიფლის ჯიშის მორების   გადატანას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა წიფლის ჯიშის ხე-მცენარის კონფისკაცია.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საოლქო პროკურატურას.

Print