მანონი მაქაცარიას ნახატების გამოფენა ზუგდიდის არტ გალერეაში (ვიდეო)
16:50 / 27.07.2015
ზუგდიდის არტ გალერეამ ხელოვან მანონი მაქაცარიას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა, სადც 40-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი.მანონი მაქაცარიას თქმით, ის თვითნასწავლი მხატვარია და მისი ნახატები ძირითადად თექაზეა შესრულებული.
„დიდი სურვილი მქონდა ჩემი ნამუშევრები ზუგდიდელი საზოგადოებისთვის გამეცნო, თექაზე მუშაობა ჩემით ვისწავლე და სულ 97 ნამუშევარი მაქვს შექმნილი. დღევანდელ გამოფენაზე მეუფე გერასიმეს კურთხევით შესრულებული სამი ნახატიც მქონდა წარმოდგენილი.“ - თქვა რადიო "ათინათთან" საუბარში მხატვარმა. გამოფენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები