გაფიცულებმა მოთხოვნები წაუყენეს პორტის ადმინისტრაციას, ნავსადგურის გენერალური დირექტორი სტივ დევითსენი ამბობს, რომ მიმდინარეობს საკითხების განხილვა და ულტიმატუმის ენით პორტის ადმინისტრაციასთან საუბარი მიუღებელია.
ფოთის პორტის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ მათ დაპირება 5 თვის წინაც მიიღეს, თუმცა, არაფერი შეცვლილა. როგორც ფოთის პორტის მუშა ზურაბ ტუღუში აცხადებს, გამაფრთხილებელ ერთდღიან აქციას გამართავენ და თუ შედეგს ვერ მიიღებენ, აქცია შესაბამისად უვადო გახდება.
გამაფრთხილებელ აქციას პორტის მუშებიი 23 მარტს გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები