C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მრგვალი მაგიდა „ცოტაC” გაიმართა. შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქსენონი“ ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. მას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ C ჰეპატიტის წინააღმდეგ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები განიხილეს.
„ქსენონის“ ხელმძღვანელი ნინო ჯანაშიამ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა. მისი ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოზით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს და აღნიშნულ პროგრამას ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
"მთელი მსოფლიო დიდი გულისყურით შემოგვყურებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მოახერხებს თუ არა საქართველო ჰეპატიტის სრულ ელინიმაციას“, - თქვა ნინო ჯანაშიამ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, ასოციაცია „ქსენონთან“ თანამშრომლობისა და საადვოკაციო საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ.
C ჰეპატიტის სამკურნალოდ სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია. უფასო პროგრამაში პირველ ეტაპზე 5000 პაციენტი ჩაერთვება.
აქცია “ცოტა C” ზუგდიდის ქუჩებში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები