ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა (ვიდეო)
19:21 / 28.07.2015
დღეს ზუგდიდში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ყრილობა კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობაში გაიმართა და მას უმეტესად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და პარტიის მხარდამჭერი ქალები დაესწრნენ. ორგანიზაციის მიზანს პოლიტიკაში ქალების გააქტიურება და რეგიონში არსებული სოციალური პრობლემების მოგვარება წარმოადგენს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციას ლელა ქებურია უხელმძღვანელებს. ის „ატრიუმში“ შეკრებილებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა წარუდგინა. ქებურია ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები