“სამეგრელოს ხმა, ხალხის ხმა, ხალხის საკეთილდღეოდ” ასე ეწოდება სამოქალაქო მოძრაობის დარბაზს, რომლის პრეზენტაციაც დღეს დემოკარატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
შეხვედრის თემა საზოგადოებისთვის ორგანიზაციის სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „სამეგრელოს ხმის" მთავარ მიზანს საზოგადოების თვითრეალიზაცია და მათი პრობლემების მოგვარების გზების ძიება წარმოადგენს. როგორც თენგიზ ჯგუშიამ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს თვითმმართველობა და დაცული უნდა იყოს ინსტიტუციებისგან.
„სამეგრელოს ხმა" ნიშნავს იმას, რომ სამეგრელოს თითოეული მოქალაქის, თითოეული მაცხოვრებლის ხმა იყოს შესმენილი და გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის მიერ, "სამეგრელოს ხმა" ნიშნავს ხალხის ხმას , ხალხის საკეთილდღეოდ .“-აღნიშვანს ჯგუშია.
ჯგუშია ასევე დასძენს, რომ მისთვის მთავარი ორიენტირი ბიძინა ივანიშვილის ძირითადი მიმართულებებია. „როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს მთავარი ფილტრი, რომელსაც ხელისუფლება ყოველდღიურად უნდა გადიოდეს, იმისთვის, რომ ის იყოს ძლიერი ხელისუფლება, ჩვენი მიზანი კი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომელიც არ მოტყუვდება და საკუთარ უფლებებს თავად დაიცავს.-განმარტავს "სამეგერლოს ხმის" დამფუძნებელი.
ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე აცხადებენ, რომ მათი ორგანიზაცია თვითონ ჩაერთვება თვითმმართველობის რეფორმაში და გაარკვევს თუ რა შესაძლებლობები აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს და თითოეულ სოფელს, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით რეალური სურათი მიიღონ.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება დაინტერესდა, თუ რას საქმინობდა იგი წინა ხელისუფლების პერიოდში, 9 წლის განმავლობაში, რაზედაც ჯგუშიამ უპასუხა, რომ მას დიდი სურვილი ქონდა ებრძოლა წინასაარჩევნოდ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა, ის კარებს მიღმა დარჩა.
ჟურნალისტებთან საუბარში ჯგუშიამ ასევე განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს რომ 2012 წლის არჩევნებში მისი მონაწილეობა შედეგებს შეცვლიდა.
შეხვედრის დასასრულს თენიზ ჯგუშიამ დამსწრე საზოგადოეაბას აღუთქვა, რომ იგი მზადაა თავის თანაგუნდელებთან ერთად ახალი და თამამი საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმატში იმუშაოს. უახლოეს მომავალში ზუგდიდში გაიხსნება ოფისი, სადაც მოწვეულნი იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რეგიონში არსებული პრობლემების განსახილველად.
მასალის გამოყენების პირობები