21 მარტს საქართველოს ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
დღევანდელ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას რეგიონში მოღვაზე 40-მდე ჟურნალისტი მიიღებს. ღონისძიება არტ-გალერეაში 16:00 საათზე დაიწყება. ჟურნალსიტებისთვის სხვადასხვა გასართობი კონკურსი ჩატარდება, ასევ გამოვლინდება რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებული ჟურნალისტიც.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან მომღერლები. ღონისძიების ბოლოს მედიის წარმომადგენლები გამგეობის სამსახურის მიერ მათთვის დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდებიან.
უკვე მეცხრე წელია რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური 21 მარტს, მედიის წარმომადგენლებისთვის მსგავს ღონისძიებებს მართავს.
მასალის გამოყენების პირობები