ვიცე-პრემიერმა და გუბერნატორმა Gem fest-ის ინფრასტრუქტურა მოინახულეს (ვიდეო)
11:37 / 29.07.2015
ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს,სადაც 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით Gem fest გაიმართება. ჟურნალისტებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარ სცენას, კარვების ქალაქს, ხმის გამაძლიერებელ აპარატურას, კვების ობიექტებს და აკვაპარკის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
ვიცე პრემიერის განცხადებით, ის ნანახით კმაყოფილია, გიორგი კვირიკაშვილმა საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოებისთვის ლევან შონიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „მინდა მადლობა გადავუხადო გუბერნატორს, რომელიც არამხოლოდ ამ ფესტივალის არამედ სხვა კერძო სექტორის და ბინზესის მხარდაჭერის კუთხით არის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული“.
9 დღიან მუსიკალურ ფესტივალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ელექტრონული მუსიკის 100-მდე ვარსკვლავი დაუკრავს.ამ ხნის განმავლობაში „Gem fest“- ზე მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ელექტრონული მუსიკის 100-მდე ვარსკვლავს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები