ჰოლივუდში Grauman's Chinese-ის თეატრში რეჟისორ კირკ ჯონსის ფილმის - "რას უნდა ელოდე, როცა ბავშვს ელოდები" პრემიერა გაიმართა.
ფოტოგრაფების წინაშე მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი კამერონ დიასი ერთად პოზირებდნენ. ორივე ვარსკვლავი მომხიბვლელი იყო, მაგრამ ჯენიფერმა კამერონი დაჩრდილა.
ჯენიფერს დიზაინერ მარია ლუსია ჰოჰანის გრძელი კაბა ეცვა, აბრეშუმის ნაჭერს მთელ სხეულზე ნაკეცები მიჰყვებოდა. პრემიერაზე ჯენიფერს თან საყვარელი, მოცეკვავე კასპერ სმარტი ახლდა.
კამერონმა აქცენტი საკუთარ უზადო ფეხებზე გააკეთა და არჩევანი მოკლე ნაქსოვ შავ კაბაზე შეაჩერა. ამ კაბაში მსახიობი კიდევ უფრო მაღალი და გამხდარი ჩანდა. ვარსკვლავი პრემიერაზე სადა მაკიაჟითა და მინიმალური აქსესუარით მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები