სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეებს შორის არსებულ პრობლემებზე ასოციაცია „ჰანგის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას რამდენიმე ექიმი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სადაზღვეო პაკეტებთან დაკავშირებით ასოციაცია "ჰანგი" ჩეხური კომპანია „ადამიანი გაჭირვებაში“ თანადგომით პროექტს ახორციელებს.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად კმაყოფილია და რა პრობლემებს აწყდება დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობა ასოციაცია „ჰანგმა“ 120-მდე ბენეფიციართან გამოკითხვა ჩაატარა. ასოციაციის წარმომადგენელი რუსლან საჯაია ათინათთან საუბარში აცხადებს, რომ გამოკითხულთა 55% დაზღვრვით კმაყოფილია. მათივე განცხადებით ძირითადი პრობლემა რასაც დაზღვევით მოსარგებლეები აწყდებიან სამედიცინო დაწესებულებების მიერ არის შექმნილი. "არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში და სადაზღვეო კომპანიაში არ არის გაკრული იმ მედიკამენტთა ნუსხა, რომელიც უფასოა ბენეფიციარისთვის",-აღნიშნავს საჯაია.
იგი ასევე დასძენს, რომ პრობლემები შეიძლება ხელოვნურად იყოს შექმნილი. "პრობლემა ორ შეთანხმებულ სუბიექტს სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო კომპანიას შორის უნდა მოგვრდეს და არ უნდა დაზარალდეს ბენეფიციარი"-
მსგავსი შეხვედრა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთანაც შედგება, ასოციაციის წარმომადგენლები სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს თანამშრომლობას სთავაზობენ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.
ექიმი ნანა ჯიბლაძე დადებითად აფასებს საყოველთაო დაზღვევის შემოღებას და აღნიშნავს, რომ მოსახლეობას არ აქვს სრული ინფორმაცია თუ რა მომსახურება შეიძლება მიიღოს დაზღვევის პაკეტის მეშვეობით და რომელ დაწესებულებას უნდა მიაკითხოს. „არის ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომელსაც ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული სადაზღვეოსთან, ამიტომ ვერ მოემსახურებიან პაკეტის მქონე ბენეფიციარებს. აუცილებელია პაციენტის ინფორმირებულობის დონის ამაღლება არა მარტო იმის შესახებ, თუ რომელ დაწესებულებას შეუძლია მიმართოს არამედ თუ რა მომსახურებით შეუძლია სარგებლობა",-აცხადებს ნანა ჯიბლაძე
მასალის გამოყენების პირობები