რუბრიკები
ზუგდიდში ჰედერ როჯერსის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
დღეს ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტის და რეჟისორის ჰედერ როჯერსის წიგნის "ხვალამდე გაქრება: ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია"თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. მწერალმა ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმიც  გადაიღო, რომელმაც არაერთი კინოფესტივალის ყურადღება მიიქცია. ჰედერ როჯერსი ცდილობს, ნაგვის საშუალებით საზოგადოებაზე მრავალი საინტერესო რამ გვითხრას. წიგნში ერთდროულად ნაგვის მოვლის ისტორიული მიმოხილვაცაა და კრიტიკული ანალიზიც. ასევე დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ და რის გამო წარმოვქმნით უფრო და უფრო მეტ ნაგავს.“დღეს წყნარ ოკეანეში ექვსჯერ მეტი პლასტმასია, ვიდრე პლანქტონი.“ ჰედერ როჯერსის აზრით, ეს პრობლემა ხელოვნურია. ახალგაზრდა მწერალი ცდილობს, ნაგვის საშუალებით ჩვენს საზოგადოებაზე მრავალი საინტერესო რამ გვითხრას.„ეს წიგნი იმიტომ დავწერე, რომ მინდოდა,გამეგო, სად ქრება ჩემი ნაგავი“. -აღნიშნავს ახალგაზრდა მწერალი. წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის და ორგანიზაცია "რადარამი"-ს ინიციატივით გაიმართა.ორგანიზაცია „რადარამი“ ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა. ჩვენი სურვილია შევუქმნათ ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას.წიგნი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმანის პროგრამის ფარგლებში.წიგნის პრეზენტაცია ბათუმში ოზურგეთსა და ზუგდიდში გაიმართა .
Print