ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის კარები ოფიციალურად 30 ივლისს მზის ჩასვლის შემდეგ გაიღო. საფესტივალო პატარა ქალაქის შესასვლელთან მთელი დღის განმავლობაში რიგები იყო ფესტივალის დასასწრებ ბილეთებსა და რეგისტრაციაზე. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ აფხაზეთის მცხოვრებლებსაც შეუძლიათ დასწრება. ფესტივალის პრომოუტერის ბიკო ბირბიჩაძის თქმით,ანაკლიაში მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ელექტრონული მუსიკის მოყვარულები.ფესტივალის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსულთა ნაწილი უკვე დარეგისტრირდა, მეორე ნაწილს კი დღესაც ელოდებიან.
ფესტივალი 7 აგვისტომდე გასტანს. ანაკლიაში ჩასულ ქართველ და უცხოელ ტურისტებს მთელი დღეების განმავლობაში საშუალება ექნებათ მოუსმინონ მათთვის საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობის ყველაზე ცნობად ვარსკვლავებს.
მასალის გამოყენების პირობები