რუბრიკები
Gem fest-ზე Booka Shade დაუკრა
ფესტივალი Gem fest ანაკლიაში გრძელდება. მთავარი სცენა გუშინ ელექტრონული მუსიკის ვეტერანებმა დაიკავეს. ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელისთვის რამდენიმე საათი უკრავდა გერმანული ჰაუს-დუეტი „Booka Shade“. ყველასთვის ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად მუსიკოსებმა ახალი ნამუშევრები წარმოადგინეს. 3 აგვისტოს David August ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს ლაივს. იმავე დღეს Gem Fest-ის სტუმრებს შეეძლებათ Ellen Allien, Vako Key, Tiefschwarz, Livio & Roby, Anna Hanna, Fleyta და Gem Fest-ის რეზიდენტების მოსმენა. სანსეტ ბარში კი Get Physical-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, DJ T იზრუნებს სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.
Print