რუბრიკები
მხლოვანები მწვანილით და ნიგვზით - განსხვავებული გემო
ინგრედიენტები: მზა საფუვრიანი ცომი 400-500 გ ყველი 300 გ მწვანილი 150 გ კვერცხი 1 დაჭრილი ნიგოზი 2 ს.კ მომზადების წესი: მოამზადეთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი ან თავად შეიძინეთ დაახლოებით 400-500 გ ყველი გახეხეთ ან დაფხვენით. გაამზადეთ სასურველი მწვანილი: ჭარხლის ფოთლები, ისპანახი, კამა ან რაც მოგწონთ... კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით. შეურიეთ ყველს, დაამატეთ კვერცხი და ნიგოზი. კარგად აურიეთ. ცომი გაყავით 4-6 ნაწილად. გააბრტყელეთ და ჩაუდეთ გულსართი. გამოაცხეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ წაუსვით კარაქი.
Print