რუბრიკები
გაი რიჩი ახალ ფილმს იღებს
ინგლისელი რეჟისორი გაი რიჩი მისტიკური მეფე არტურისა და მისი რაინდების შესახებ ფილმს გადაიღებს. მეფე არტურის როლში „ანარქიის შვილების“ ვარსკვლავს ჩარლი ჰანემს, ხოლო მისი დედოფლის გინევრას როლში ფრანგ-ესპანელ მსახიობ ასტრიდ ბერჯე-ფრისბის ვიხილავთ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ასევე ჯუდ ლოუ, ერიკ ბანა, ჯიმონ ჰონსუ და მაიკლ პერსბრანდტი. სურათის პრემიერა 2016 წლის 22 ივლისისათვის იგეგმება.
Print