რუბრიკები
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები
ფორბსმა ტრადიციულად წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა . 2015 წელს სიის სათავეში კვლავ, უკვე მესამედ, მიყოლებით, რობერტ დაუნი უმცროსი მოხვდა, გამომუშავებული 80 მილიონი დოლარით. მან თანხის დიდი ნაწილი ‘Avengers: Age of Ultron’-ში შესრულებული როლისთვის მიიღო. მეორე ადგილი ჯეკი ჩანმა დაიკავა, 50 მილიონი დოლარით, რომელსაც ფილმ ‘Dragon Blade’-ს უნდა უმადლოდეს. ხოლო მესამე ადგილზე, 47 მილიონი დოლარით, გავიდა ვინ დიზელი. მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ‘Fast & Furious 7′-ის წარმატების შედეგია. დანარჩენი ადგილები კი ასე გამოიყურება: 4. ბრედლი კუპერი – 41.5 მილიონი დოლარი 5. ადამ სენდლერი – 41 მილიონი დოლარი 6. ტომ კრუსი – 40 მილიონი დოლარი 7. ამიტაბჰ ბაჩანი და სალმან ხანი – 33.5 მილიონი დოლარი 8. აკშაი კუმარი – 32.5 მილიონი დოლარი 9. მარკ უეილბერგი – 32 მილიონი დოლარი 10. დვეინ ჯონსონი – 31.5 მილიონი დოლარი 11. ჯონი დეპი – 30 მილიონი დოლარი 12. ლეონარდო დიკაპრიო და ჩანინგ ტატუმი – 29 მილიონი დოლარი 13. კრის ჰემსვორთი და დენიელ კრეიგი – 27 მილიონი დოლარი 14. მეთიუ მაკკონაჰი – 26.5 მილიონი დოლარი 15. შაჰ რუკ ხანი და უილ სმიტი – 26 მილიონი დოლარი 16. მეთ დეიმონი – 25 მილიონი დოლარი 17. ჰიუ ჯეკმანი – 23 მილიონი დოლარი 18. ბენ აფლეკი და ლიამ ნისონი – 19.5 მილიონი დოლარი 19. ჩოუ იუნ-ფეთი და რასელ ქროუ- 18 მილიონი დოლარი 20. სეთ როგენი – 17 მილიონი დოლარი 21. ჯორჯ კლუნი – 16.5 მილიონი დოლარი 22. ბრედ პიტი – 16 მილიონი დოლარი 23. ჯონა ჰილი – 16 მილიონი დოლარი 24. უილ ფერელი და რანბირ კაპური – 15 მილიონი დოლარი 25. კრის ევანსი – 13.5 მილიონი დოლარი 26. კრის პრეტი და ენდი ლოუ – 13 მილიონი დოლარი
Print