საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო აცივდება და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. სააგენტოს წარმომადგენლის, თამარ პაპაშვილის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ზოგან ღამით მოსალოდნელია მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით. აქ დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით -1 - +4, დღისით კი +10 - +15 იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ღამით ზოგან მცირე ნალექი იქნება, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -2 - +3, დღისით +10 - +15 გრადუსი სითბო იქნება.
სააგენტოს ცნობით 26 მარტიდან ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. 26 მარტს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, დასავლეთ საქართველოს მთებში შესაძლოა მცირე ნალექიც იყოს.
27 მარტს დღისით ამინდი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსაველთ საქართველოში ისევ გაუარესდება.
არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება და 28-29 მარტს ისევ წვიმებია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები