რუბრიკები
“ერისიონი” ზუგდიდში კონცერტს გამართავს
ანსამბლი „ერისიონი“ 130 წლისაა.  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ანსამბლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს 7 ქალაქში გამართავს კონცერტს.  17 აგვისტოს „ერისიონი“ ზუგდიდს ეწვევა და ქალაქის ცენტრალურ პარკში, (სკეიტ პარკში) ღია ცის ქვეშ  გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
Print