მოძრაობა „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ ე.წ შონიას ტექიკუმის შენობაში ჩასახლებული დევნილების ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.
მისი განცხადებით ტექნიკუმის შენობაში შესახლებული დევნილების 19–მა ოჯახმა მათი გასახლების შესახებ დოკუმენტს ხელი 3 თვის წინ მოაწერა. დოკუმენტის თანახმად დევნილებმა 28 მარტამდე უნდა დატოვონ შენობა. „თუ ისინი საკუთარი ნებით არ გააკეთებენ ამას, მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინებ შენობას, რაც არ იქნება კანონდარღვევა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოვალეობაა ამ დევნილების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუჩაში აღმოჩნდებიან,– აღნიშნავს უბილავა.
მისივე თქმით განსახლების სამინისტრო უნდა მოელაპარაკოს ფართის მესაკუთრეს, იმის შესახებ რომ დევნილებს გაუგრძელონ აღნიშნულ შენობაში დარჩენის ვადა.
შონიას ტექნიკუმში შეჭრილმა დევნილთა სამმართველოში ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთაა სამმართველოს უფროსი, ირაკლი ქოჩუას აღნიშნავს, რომ დევნილების ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სამინისტრო ამ ეპაპზე მუშაობს და გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები