რუბრიკები
დღეიდან Gem fest-ზე შესვლა 50 ლარად არის შესაძლებელი
Gem fest-ისგან სიუპრიზები გრძელდება. დღეიდან საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე შესვლა 50 ლარად იქნება შესაძლებელი. 50 ლარიანი მულტიპასის ბარათით ტერიტორიაზე შეუზღუდავ გადაადგილებასთან ერთად აკვაპარკით სარგებლობაცაა შესაძლეებლი. გარდა ფასდაკლებისა Gem fest-ზე კიდევ ერთი სიახლეა, 7 აგვისტოს ოფიციალური დახურვის ცერემონიალის შემდეგ, ელექტრონული მუსიკის ხმა ანაკლიაში 10 აგვისტოს დილის 9 საათამდე გაგრძელდება. Gem fest-ზე მსოფლიოში ცნობილი ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავებმა დაუკრეს, დღეს კი ფესტივალზე Dubfire დაუკრავს. 7 აგვისტოს კი ანაკლიაში სცენა ნინო ქათამაძეს და ნიკოლოზ რაჭველს დაეთმობა. 7 აგვისტოს საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ოფიციალურ დახურვასთან დაკავშირებით "Western Drivers Club სამეგრელოსა" და Gem fest-ის ორგანიზებით ანაკლიაში, გრანდიოზული ავტოშოუ გაიმართებაა, სადაც ავტომოყვარულები ერთმანეთს წყვილთა რბოლაში შეეჯიბრებიან. 7 აგვისტოს ანაკლიაში ცნობილ მრბოლელსა და რუსთავის ავტოდრომის დირექტორს მევლუდ მელაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელს დათა ქაჯაიას ელოდებიან. წყვილთა რბოლაში მონაწილეთა რეგისტრაცია დილის 9-დან 12 საათამდე მოხდება, რის შემდეგაც ავტოშოუ გაიმართება.
Print