რუბრიკები
პიტისა და ჯოლის ერთობლივი ფილმის პირველი ტრეილერი
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი პიტი კვლავ მოგვევლინებიან ერთობლივად ახალ დრამაში, ‘By The Sea’. ფილმის რეჟისორი და სცენარისტია ჯოლი პიტი. ამბავი ვითარდება 70-იან წლებში და მოგვითხრობს ცოლ-ქმრის საფრანგეთში მოგზაურობის შესახებ. ბნელი და დრამატული ფილმი გადაღებულია მალტაში გასულ წელს, როდესაც ბრედი და ანჯელინა ერთად ისვენებდნენ. სურათის პრემიერა ნოემბერშია დაგეგმილი, მანამდე კი, შეგიძლიათ, ანჯელინას ახალი ნამუშევრის პირველი ტრეილერი იხილოთ.
Print