რუბრიკები
ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდში, რესტორან "დიარონში"  ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც  შსს-ში განაცხადეს, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რესტორანში, სტუმრებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება შენობის გარეთ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.  დაჭრილებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

Print