რუბრიკები
აგვისტოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება ზუგდიდში
ზუგდიდში აგვისტოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ხვალ, 8 აგვისტოს ქალაქის მერია ღონისძიებებს გეგმავს.

კერძოდ, დილის 11:00 საათზე აგვისტოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავებს გვირგვინებით შეამკობენ.

საღამოს 20:00 საათზე ცენტრალურ პარკში გაიმართება აქცია - „ხსოვნის სანთლები“. გამოიფინება ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას ნამუშევრები, ასევე უჩვენებენ აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმს.

Print