რუბრიკები
გამგეობა ხვალ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივს მიაგებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები   ხვალ, 11:00 საათიდან  2008 წლის  აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას  ჭითაწყარსა და რიყეში  პატივს მიაგებენ და საფლავებს თაიგულით შეამკობენ.

სოფელ რიყეში დავით ჯიქიას სახელობის ყოველწლიური ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართება. გამარჯვებული გუნდი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ტრადიციულად წელსაც  ომში დაღუპულ ჯარისკაცების ოჯახს 1000  ლარის ოდენობით ფულად კომპენსაციას გადასცემს.

Print