რუბრიკები
მდინარე ჯუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმში  25 წლის გიგა გახარია დაიხრჩო. რადიო"ათინათს" ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს,რომ შემთხვევის შესახებ შეტყობინება 11:52 წუთზე მიიღეს.  ადგილზე ოპერატიულად გავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა,თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. გიგა გახარიას ცხედარი ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
Print