რუბრიკები
Gem fest-ის დახურვასთან დაკავშირებით ანაკლიაში ავტოშოუ გაიმართა (ვიდეო)
7 აგვისტოს საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის (Gem fest) ოფიციალურ დახურვასთან დაკავშირებით "Western Drivers Club - სამეგრელოსა" და Gem fest -ის ორგანიზებით ანაკლიაში, გრანდიოზული ავტოშოუ გაიმართა, სადაც ავტომოყვარულები ერთმანეთს წყვილთა რბოლაში შეეჯიბრნენ. ავტოშოუ სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნიის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდენ და სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ორგანიზატორებმა ავტოშოუს მაყურებლებს დღეს სიურპრიზი მოუწყვეს და ყველა მათგანი Gem fest-ის საღამოზე უფასოდ დაპატიჟეს. ავტოშოუს დაესწრნენ ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ დამსვენებლებიც. "Western Drivers Club - სამეგრელო“ გრანდიოზული სანახაობის მოწყობას შემოდგომაზეც გეგმავს. კლუბი საზოგადოების წინაშე ერთი თვის წინ ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წარსდგა, სადაც ავტო-მოტომოყვარულთა ორდღიანი შოუ გამართა, რომლის მთავარი ორგანიზატორიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია იყო.
Print