რუბრიკები
შემწვარი ყაბაყი
რეცეპტის ინგრედიენტები: 2 საშუალო ზომის ყაბაყი 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ან ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი ახალი ან ხმელი ორეგანო ¼ ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი მარილი და პილპილი მომზადების წესი: 1. დაჭერით ყაბაყი 4–6 მმ სისქის ნაჭრებად და აურიეთ გამდნარ კარაქთან და ორეგანოსთან ერთად. 2. განალაგეთ ერთ ფენად ცხიმიან საცხობ ქაღალდზე (პერგამენტი, კალკა) და მოაყარეთ პარმეზანი. 3. აცხვეთ დაუფარებლად 1750C-ზე 35–40 წუთის გამავლობაში. 4. მოაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!
Print