რუბრიკები
თემურ შენგელიას პოეზიის საღამო ზუგდიდში გაიმართა
ზუგდიდის არტ- გალერეაში  ახალგაზრდა პოეტის თემურ შენგელიას პოეზიის საღამო მოეწყო. საღამოს ძირითადად ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც კარგად იცნობენ პოეტის შემოქმედებას, ასევე - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოწვეული სტუმარი – მამა პეტრე კოლხი. მან რამდენიმე ლექსი წაიკითხა თემურ შენგელაიასთან ერთად და იქ შეკრებილთ პირობა მისცა, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ესტუმრება სამეგრელოს და „ზუგდიდელებს კიდევ ერთ ლამაზ პოეზიის საღამოს აჩუქებს“.  
Print