რუბრიკები
Google-ს ახალი დედა-კომპანია, Alphabet-ი ჰყავს
Google-ს უეცრად დედა-კომპანია, Alphabet, Inc-ი გაუჩნდა. როგორც ამერიკული მულტიმედიური გიგანტის დამფუძნებელი ლარი პეიჯი ამტკიცებს, კორპორაციის ახალი სტრუქტურა, ბრენდების მართვის არსებულ სქემას გაამარტივებს. Google-ის ქოლგის ქვეშ დარჩება ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: YouTube და Android, ასევე საძიებო სისტემა და აპლიკაციები. საინვესტიციო და კვლევითი ქვედანაყოფები Alphabet-ის მართვის ქვეშ გადავა. ახალი გეგმის მიხედვით, ლარი პეიჯი Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდება, ხოლო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი სანდარ პიჩაი, Google-ის მმართველობას უხელმძღვანელებს. Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი, Alphabet-ის პრეზიდენტი ხდება. ლარი პეიჯმა განაცხადა, რომ ბრენდის დასახელებად, Alphabet-ი, იმიტომ აირჩიეს, რომ ის ასახავს Google ძიების ენას და სიმბოლოებს და ასევე წარმოადგენს სიტყვების თამაშს ინგლისურად და შესაძლებელია მისი თარგმნა, როგორც „პირველი კლასის ინვესტიცია“.
Print