Error
რუბრიკები
საუზმე ბოსტნეულითა და ქამა სოკოთი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • ტკბილი წიწაკა - 2ც.,
  • ბადრიჯანი - 1ც.,
  • პომიდორი - 2 ც.,
  • ქამა სოკო (შამპინიონი) კონსერვირებული - 100 გრ.,
  • ზეთი - 2 ს.კ.,
  • ნიორი - 2-3 ც.,
  • ოხრახუში, კამა, მარილი.
მომზადების წესი: ტკბილი წიწაკა და ბადრიჯანი ორთლში მოხარშეთ. გაჭერით შუაზე, ამოუღეთ გული. პომიდორს გააცალეთ კანი. ეს მომზადებული ბოსტნეული დაჭერით კუბებად, დაამატეთ ზეთი, მარილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და გააცხელეთ ნელ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ. დაამატეთ დაჭრილი სოკო და მარილშერეული ნიორი. გააფორმეთ მწვანილით.
Print