რუბრიკები
ცივი ყავა ნაყინით
რეცეპტის ინგრედიენტები: 4 სუფრის კოვზი დაფქვილი ყავა 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი 5 სუფრის კოვზი ცხელი წყალი 4 სუფრის კოვზი შაქარი 3 ჭიქა/750გ რძე რამდენიმე ყინულის კუბიკი 1 ჩამჩა/3 სუფრის კოვზი შოკოლადის ნაყინი მომზადების წესი: 1. პირველ რიგში ათქვიფეთ ყავა და კაკაო ცხელ წყალში. ადუღეთ 2 წუთით, სანამ კარგად არ გაიხსნება. დაამატეთ შაქარი და ადუღეთ კიდევ 1 წუთი, სანამ შაქარიც არ გადნება, შემდეგ კი ლითონის საწურის დახმარებით გადაწურეთ. 2. ორ სუფრის კოვზ მიღებულ ნარევს შეურიეთ რძე და ყინულის ნატეხები, ათქვიფეთ კარგად შერევამდე. 3. გადაანაწილეთ 3-4 მაღალყელიან ჭიქაში და მიირთვით სასურველ ნაყინთან ერთად. შენიშვნა: თუ იყენებთ ხსნად ყავას, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ადუღების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოდუღებულ ყავას განსხვავებული, უკეთესი ეფექტი აქვს! წყარო:კულინარია
Print