რუბრიკები
ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დეპუტატმა დაათვალიერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება. ჯუმის ადმინისტრაციული ერთეულში - სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარეობს მინი სტადიონის მოწყობა სოფლის ცენტრში, ღირებულება-20835,8 ლარი, მდ. ყულისწყალზე არსებული ხიდის გამაგრებითი სამუშაოები,რომელსაც ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. სამუშაოები დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ქოჩუამ დაათვალიერა.
Print