რუბრიკები
ჯინა ლოლობრიჯიდა სამკაულებს ყიდის
სახელგანთქმულმა იტალიელმა მსახიობმა ჯინა ლოლობრიჯიდამ გადაწყვიტა თავისი კოლექციის ოცამდე სამკაული გაყიდოს. 14 მაისს, ჟენევაში Sotheby’s აუქციონზე , 1964 წლის ბრილიანტისა და მარგალიტის თვლიანი საყურე და ბრილიანტის ბეჭედი გაიყიდება. ეს ყველაფერი მილიონ დოლარად შეფასდა . აუქციონზე ასევე გაიტანენ ბრილიანტისა და ზურმუხტის თვლიან კლიფსებს, რომლებიც მსახიობს1965 წლის მიღებაზე ამშვენებდა , სადაც ის სალვადორ დალისთან ერთად იმყოფებოდა. სამკაულების გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას ლოლობრიჯიდა იმ ფონდს გადასცემს , რომელიც ღეროვან უჯრედებს იკვლევს.
Print