რუბრიკები
ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდში, დადიანების ეზოში ნიკოსეული სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. სასახლის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გარე და შიდა ფასადის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება. როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახური იუწყება, ასევე  დამუშავდება სასახლის სავენტილაციო სისტემა, გაიწმინდება სანიაღვრე არხები, განხორციელდება ფანჯრების, კედლების დასუფთავება-რეკონსტრუქცია და მიწის სამუშაოები. სასახლის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იკორთა" ახორციელებს.    
Print