რუბრიკები
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო  ღონისძიების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ვახტანგ ლ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა ვახტანგ ლ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 5 მჭიდითა და 146 საბრძოლო ვაზნით, 1 რევოლვერი 22 საბრძოლო ვაზნით, 1 ხიშტ-დანა, 1 დანა შალითით და 1 მრგვალი ფორმის მჭიდი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
Print