Error
რუბრიკები
პოლიციელებმა ზაირა კატუკიას მედიასთან საუბრის უფლება არ მისცეს (video)
წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოს მკვიდრი, ზაირა კატუკია ამავე რაიონის პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც  კატუკიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა მას  ქონებრივი დავა აქვს ვინმე ბაჩანა ფიფიასთან. ზემო აღნიშნულ საკითხზე კატუკია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მედიისთვის განცხადებას აკეთებდა, როცა ადგილზე მისი შვილი გამოჩნდა და დედამისს თავისთან წასვლა მოსთხოვა, კატუკიამ მას უარი განუცხადა, რის შემდეგაც, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ორი თანამშრომელი მოვიდა და კატუკიას საშუალება არ მისცა ჟურნალისტებთან საუბარი დაესრულებინა. პოლიციელებმა ქალბატონი შვილის კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ აძლევდნენ კატუკიას მედიასთან საუბრის საშუალებას, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ ქალბატონს დახმარება სჭირდებოდა.

კატუკიამ ასევე 22 მარტს მომხდარ ფაქტი მოუყვა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით ამ დღეს  ის 4 -მა პოლიცილემა ძალის გამოყენებით გამოიყვანა სახლიდან და პოლიციის სამმართველოში წაიყანა. კატუკია ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და განუცხადეს, რომ მას საცხოვრებელ ფართს 3 დღის ვადაში  ძალის გამოყენებით დაატოვებინებდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზაირა კატუკიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მოსარჩელე პოლიციელების დასჯას და ფიფიას მიერ დოკუმეტების გაყალბების ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
Print